02, დეკემბერი 2020 17:08:00
როგორ უნდა გადარჩეს ბიზნესი პანდემიის პირობებში - კვების ობიექტების მფლობელებმა რამდენიმე პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. მოითხოვენ, თანამშრომლებს, სახელმწიფომ, ხელფასის 50% გადაუხადოს, მოახდინოს სარესტორნო ბიზნესისთვის აღებული პროცენტის სუბსიდირება და გაუწიოს შეღავათი კომუნალურ გადასახადებში. როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, გაზაფხულის შემდეგ, 28 ნოემბერის დადგენილებით მიღებული აკრძალვები, მათთვის დამღუპველია და ისინი მიტანის სერვისით აუცილებელ ხარჯებსაც ვერ დაფარავენ. კაფე-ბარებისა და რესტორნების ხელმძღვანელებმა მიმართვა პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს.