02, დეკემბერი 2020 17:14:00
პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი პოლიტიკოსს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა. დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე, ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო "ოცნება" 2013 წელს დატოვა, უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე და საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი.