03, დეკემბერი 2020 17:08:00
ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ რეგულაციების დარღვევის ათას 055 ფაქტი გამოვლინდა. სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, ფულადი სანქცია დაეკისრა 105 მოქალაქეს, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი გასულ დღე-ღამეში, 950 ჯარიმა გამოიწერა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.