17, დეკემბერი 2020 21:02:00
ბიზნესად ქცეული ხელობა. ახალგაზრდა დურგლმა, პანდემიის დროს, ბაბუისგან ნასწავლი მივიწყებული საქმიანობა გააცოცხლა. რესან ჟოჟაძემ, ,,ოჯახური ტრადიციების პოპულარიზაციისთვის" მადლობის სიგელიც მიიღო. სოფელ უჩხითში მცხოვრებმა, ხისგან გაკეთებული საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად, ელექტრონული შეკვეთების მიღებაც დაიწყო.