12, იანვარი 2021 16:58:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს.
ბათუმში - 11:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, ქუჩებს: შ.ხიმშიაშვილის, ზ.გორგილაძის, ჭავჭავაძის, ლერმონტოვის, ლეონიძის, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ანგისისა და ურეხის დასახლებების ნაწილს.
ქობულეთში - 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: ჩაისუბანს, ხალას, ბობოყვათს, კვირიკეს, ციხისძირსა და მიმდებარე სოფლებს. ქ.ქობულეთში ქუჩებს: დ.აღმაშენებელის, თავისუფლების, რუსთაველის, გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
შუახევში - 14:15-დან 18:00 საათამდე სოფლებს: შუბანს, ოლადაურს, ტბეთსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.