14, იანვარი 2021 21:15:00
საპრემიერო სპექტაკლები მზად არის, თუმცა ქართული თეატრის დღე არ აღინიშნება. მოკრძალებული, მისალოცი ღონისძიება, მხოლოდ დისტანციურად შედგება. სპექტაკლებს მაყურებელი მხოლოდ მაშინ იხილავს, როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება და კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები გახდება. 14 იანვარი, როგორც ქართული თეატრის დღეს, საფუძველი ათას 850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი, გიორგი ერისთავის ‘’გაყრა’’ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.