03, მარტი 2021 16:54:00
საქართველოდან გერმანიაში დროებით სამუშაოდ წასვლის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 94 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. დეპორტაცია ემუქრება ნებისმიერს, ვინც წავა და უკან დაბრუნების ვადას დაარღვევს. ასევე, მოქალაქეები, რომლებიც სამუშაო ვიზას მიიღებენ და არიან სოციალური დახმარების მოსარგებლეები, სამთვიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში, დეპორტაციასთან ერთად შეუწყდება სოციალური დახმარებაც. სოციალური მომსახურების სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე, სარეიტინგო ქულის გადამოწმებაზე მორატორიუმია გამოცხადებული. ვადის ამოწურვის შემდეგ კი, საზღვრის კვეთა გამოიწვევს ოჯახის გადამოწმებას. ვადების დაცვით წასული და დაბრუნებული მოქალაქეების სოციალური სტატუსი კი უცვლელი დარჩება.