04, მარტი 2021 12:17:00
ლანჩხუთში, ავტობანისა და მთავარი მაგისტრალის დამაკავშირებელ გზაზე მოძრავი ავტომობილი სანიაღვრე არხში გადავარდა. ტრანსპორტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანა. მას სხეულზე ტრამვები აღენიშნება, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
წყარო: "გურია თუდეი"