08, მარტი 2021 17:59:00
პროკურატურა ისევ დუმს. ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით, უწყებას შესაძლო დანაშაულის საქმეზე გამოძიება, ჯერ კიდევ, არ დაუწყია. ამ დრომდე უცნობია, „TV პირველის“ ეთერში გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობაც. ჩანაწერში სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარებისთვის ახალგზარდებთან, მათ შორის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა სადამსჯელო ღონისძიებებზეა საუბარი. ოპოზიცია, საგამოძიებო უწყებებს, ჩანაწერების შინაარსით დროული დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ამ მოთხოვნით პროკურატურას დღეს პარტია ლელომ მიმართა.