08, აპრილი 2021 10:25:00
წყნეთში კონფლიქტის ნიადაგზე შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დაბა წყნეთში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას - 1961 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.