07, ივნისი 2021 17:41:00
წელს, ხულოს მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაწყებული განახლების და ბეღლეთის სკოლების მშენებლობა დასრულდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყება ღორჯომის სკოლის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს დანისპარაულის, წაბლანის, კალოთის და უჩხოს სკოლების მშენებლობის პროექტირება. უწყების ცნობით, სოფელ ბეღლეთში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამსართულიანი შენობა. სკოლა 140 მოსწავლეზეა გათვლილი. კეთილმოეწყობა საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო და სპორტული დარბაზები. დაწესებულება სრულად ადაპტირებული იქნება.