11, ივნისი 2021 18:31:00
შუახევში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის ერთ ერთ მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა ხორციელდება. გზა ერთმანეთთან დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს დააკავშირებს.