30, ივლისი 2021 17:08:00
ავტოსაგზაო შემთხვევის მორიგი მსხვერპლი. ქობულეთში. მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. კლინიკის ინფორმაციით მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე დილით მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.