03, აგვისტო 2021 19:51:00
ბათუმში, სულაბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბაგრატიონისა და გურამიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში გრუნტი იცვლება და სანიაღვრე სისტემა მონტაჟდება. ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება, რომელიც ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. გზის სავალ ნაწილზე ფილების ნაცვლად ასფალტის საფარის დაგებაა დაგეგმილი. სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.