31, ოქტომბერი 2021 17:34:00
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის 9 ნომერში მოხდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.
სამართალდამცავების ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული 16 წლამდე ასაკისაა და იგი, ინტრაკრანიალური ტრამვით, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. იგი უგონო მდგომარეობაშია.
TV25.GE დამატებით დეტალებს აზუსტებს.