09, ნოემბერი 2021 17:18:00
აცრის ბოლო დოზიდან, ექვსი თვის შემდეგ, ბუსტერ დოზით აცრა შეეძლება ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ყველა 18 წელს გადაცილებულ ადამიანს. ჯანდცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვინც სინოფარმით ან სინოვაკით არიან აცრილები, შეუძლიათ იგივე დასახელების ვაქცინა გაიკეთონ, ან აირჩიონ ფაიზერი. რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილებს, მათ ექვსი თვის შემდეგ, დამატებით შეუძლიათ გაიკეთონ ასევე ფაიზერის ბუსტერ დოზა, ხოლო ფაიზერით აცრილებისთვის რეკომენდირებულია, მესამე დოზადაც ფაიზერით გაიკეთონ. თამარ გაბუნიას თქმით, 60 წელს გადაცილებულ სინოვაკით და სინოფარმით აცრილ ადამიანებში, გამონაკლისის სახით, ბუსტერ დოზით ვაქცინაცია დაშვებულია ბოლო აცრიდან 3 თვის შემდეგ.