28, ოქტომბერი 2018 17:08:00
ინციციდენტი ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. TV 25-ის გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პარტიის აქტივისტი ჩვენი კამერის გამორთვას იმ დროს ითხოვდა, როცა ოპერატორი მიკროავტობუსში სიების არსებოსის შესახებს კადრებს იღებდა. ირწმუნებოდნენ, რომ ისინი პანაშვიდზე მიდიოდნენ და სწორედ წამსვლელების შესახებ აგროვედნენ ინფორმაციას. აღნიშნული ფაქტი ე.წ. ბარცხანის დასახლებაში 41-ე უბანზე დაფიქსირდა. ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ინციდენტზე მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. დამატებითი დეტალები და ფაქტის ამსახველი კადრები 14:00 საათზე "მაცნეში"