16, იანვარი 2019 17:12:00
ძლიერი ქარის შედეგად, ბათუმში, ხახულის ქუჩაზე სახლის სახურავიდან ორი ადამიანი გადმოვარდა. ერთ-ერთი დაშავებული მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელსაც წელის მალები დაუზინდა. მეორეს კი მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. ამ უკანასკნელმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ოჯახის წევრების თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სახლის სახურავზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ.