28, თებერვალი 2019 20:03:00
სოფელ აჭყისთავში თითქმის 30 წლიანი ლოდინის შემდეგ ბაღის შენობა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, ლენტიც გაიჭრა, თუმცა კითხვითი ნიშნები უკვე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანამშრომლების ასაყვანად და დასაკომპლექტებლად მხოლოდ სიტყვიერი გასაუბრება საკმარისი აღმოჩნდა. რატომ თქვეს უარი გამოცდილების მქონე პედაგოგებზე ბაღების გაერთიანებაში და რატომ გააკეთდა არჩევანი დამწყებ სპეციალისტებზე ?
თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის ორ სართულიანი შენობა 70 აღსაზრდელზეა გათვლილი. საძინებლები, გასართობი და სასადილო ოთახები ტექნიკითა და ინვენტარით უკვე აღიჭურვა.
შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პატარებისთვის ბაღის ეზოში ატრაქციონები დამონტაჯდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იმ ტერიტორიაზე აშენდა, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ფუნქციონირებდა.
ვიდრე სოფელ აჭყვისთავში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აშენდებოდა პატარები სკოლამდელ განათლებას საჯარო სკოლის შენობაში ეუფლებოდნენ. ობიექტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 641 090 ლარი დაიხარჯა. ხელშეკრულების თანახმად, მშენებელ კომპანიას ორი წლის განმავლობაში ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება აქვს.
დაწესებულების ახალ შენობაში ორი ჯგუფის ფუნქციონირებით კადრების დამატება გახდა საჭირო. სამ ვაკანტურ პოზიციაზე რამდენიმე განაცხადი შევიდა. მუნიციპალიტეტის მერიამ თანამშრომლები მხოლოდ, გასაუბრების წესით შეარჩია და კონკურსის ჩატარების აუცილებლობა ვერ დაინახა. ერთ-ერთ პოზიციაზე როგორც აღმოჩნდა ბაღების გაერთიანებამ 10 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგს დამწყები სპეციალისტი ამჯობინა. გადაწვეტილებას მუნიციპალიტეტის მერი ასე ხსნი:
საპირისპიროს ამტკიცებს რეგიონის პირველი პირი. როგორც აღმოჩნდა თორნიკე რიჟვაძეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. მთავრობის მეთაურს კი ვერც კი წარმოუდგენია, რომ ახალი კადრები შესაძლოა, კონკურის გარეშე დანიშნულიყო.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, 2012 -2018 წლებში მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღი აშენდა. წლის ბოლომდე კი ახალი საბავშვო ბაღების გახსნა წყავროკასა და ჩაისუბანში იგეგმება.
ქობულეთში 28 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2 950 აღსაზრდელი ეუფლება სკოლამდელ განათლებას.