პარასკევი 20, სექტემბერი 2019

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

13, იანვარი 2017 11:30:00

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. ორი ადამიანი დაშავდა გვირაბთან სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად. ისინი რესპუბლიკურ და რეფერალურ სავაადმყოფოებში მოათავსეს.  ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ცნობით, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მსუბუქი მანქანა ამოყირავდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სახანძრო სამსახურის ბრიგადა და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.


დღის ამბები