01, მაისი 2019 20:05:00
რამდენიმე დღიანი შიმშილობის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებმა საპროტექტო აქცია შეწყვიტეს. დიალოგი შედგა . მხარეები შეთანხმდნენ რომ თვითდასაქმებულები მუშაობას ახალ ბულვარში გააგრძელებენ. უფრო დეტალურად, რა პირობები შესთავაზეს მცირე მეწარმეებმა და რას დათანხმდა ადგილობრივი ხელისუფლება?
ელექტრომობილების მფლობელებმა ძველ ბულვარში საპროტესტო აქციები შეწყვიტეს. მცირე მეწარმეების თქმით, შეთანხმება ადგილობრივ მთავრობასთან მიღწეულია. შეხვედრა დღეს შედგა. გადაწყდა, რომ თვითდასაქმებულები ძველი ბულვარის ნაცვლად, ახალ ბულვარში შეძლებენ მუშაობას, თუმცა კონკრეტული ლოკაცია ჯერ კიდევ უცნობია.
აჭარის მთავრობის აპარატის ინფორმაციით შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ კუთხით მუშაობს და კონკრეტული გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მათ შორის იქნება ბულვარის ადმინსტრაციასა და ელექტომობილების მფლობელებს შორის სამართლებრივი ხელშეკრულებაც.
ბიზნესოპერატორებსა და მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმება მისაღებია ოპოზიციისა და მესამე სექტორისთვის, თუმცა გადაწყვეტილებას ტურისტული სეზონის წინ საპროტესტო აქციების თავიდან არიდებას უკავშირებენ.
ოპოზიციის ეჭვებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მმართველ გუნდში. ბათუმის საკრებულოს ფრაცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მოტივით მიიღეს.
ელექტრომობილების მფლობელებნმა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთა შიმშილობა 25 აპრილს დაწიყეს. ისინი ბათუმის საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც დღეიდან ზღვისპირა პარკში ელექტრომობილების გადაადგილება უნდა აკრძალულიყო. შეგახსენებთ, ბულვარის ტერიტორიაზე 1200-მდე კვადროციკლი გადაადგილდებოდა.