ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

ახალი მარშრუტი სათავგადასავლო, ეკო და სოფლის ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარის მთიანეთში

20, მაისი 2019 20:02:00

ხეობებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკი, ღირშესანიშნაობები და მთის ყოფა - ახალი შეთავაზება ტურისტებს
სათავგადასავლო, ეკო და სოფლის ტურიზმის მოყვარულთათვის, აჭარის მაღალმთიანეთს ახალი მარშრუტი დაემატა.  ხეობებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკით  ვიზიტორები   ბევრი საინტერესო ადგილის ნახვას შეძლებენ. რა ღირსშესანიშნაობების ხილვის შესაძლებლობა მიეცემათ ახალი შეთავაზებით დამთვალიერებლებს? ტურიზმის დეპარტამენტმა  სააგენტოების, ტურისტების, გიდებისა და ჟურნალისტებისთვის ინფოტური მოაწყო.

ახალი მარშრუტით მოგზურობისას ტურისტი როგორც სოფელს,  რომელიც გარე სამყაროს ძირითადად ბაგირგზით უკავშირდება, ასევე სხალთის ულამაზეს ხეობას ნახავს. საფეხმავლო ბილიკით შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმსა და აჭარის რეგიონში მოქმედ უძველეს ტაძარტან მისვლაა შესაძლებელი. მიმართულებაზე დატანილია სოფელ თაგოში მოწყობილი საოჯახო სასტუმროებიც. ცხრა კილომეტრიანი მონაკვეთი ფეხით ინფოტურის მონაწილეებმა   გაიარეს.  

ველო და საფეხმავლო ტურების გიდი თვლის ,  რომ მსგავსი ექვსკურსიები  სფეროს განვითარებისთვის ჰაერივით საჭიროა.   რობერტ ფეიქრიშვილი ამბობს, რომ  რეგიონში მყოფ  ტურისტს, ძირითადად ველური და ნახევრად ველური ბუნების ნახვა სურს .საუკეთესო შეთავაზებად მიიჩნევს მარშრუტს ტურისტული სააგენტოს კიდევ ერთი წარმომადგენელი.

შერიფ ხიმშიაშვილის სახლმუზეუმის სპეციალისტი იზოლდა სურმანიძე ღისშესანიშნაობებთან ერთად ყურადღებას საქარავნე გზაზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ხეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამში ამბობენ, რომ  მაღალმნთიანეთით  ტურისტების დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად დეპარტამენტი ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. უწყება  ტურისტული პოტენციალის კვლევას, იდენტიფიკაციასა და გზამკლევებისა თუ რუკებზე დატანასაც აპირებს.

ინფოტურში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანზებით მოეწყო 32 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი იყო ჩართული.


დღის ამბები