ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

ახალი ზღვისპირა პარკი ქობულეთში

01, ივლისი 2019 20:33:00

ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია.  ქობულეთში კი  დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონას კიდევ ერთი პარკი შეემატა. რა დაუჯდა ზღვისპირა ქალაქის ხელმძღვანელობას ახალი სკვერის მოწყობა?  ფიქრია დავლაძე  გიამბობთ

დეკორატიული ფილები, სამგანზომილებიანი ბორდიულები, სკამები, პალმები, საბავშვო ატრაქციონები- ეს ქობულეთში თამარ მეფის ქუჩაზე ახლრეაბილიტირებული ზღვისპირა პარკია. ადგილობრივების თქმით, ყვებიან, რომ ტერიტორია წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. 
რეაბილიტირებული ზღვისპირა  ზოლი  ქალაქის ვიზიტორების მოწონებას იმსახურებს. იმედოვნებენ, შემდგომი ვიზიტისას  პარკის განაშენიანება დასრულებული იქნება. 
ტერიტორიაზე  42  პალმაა დარგული,  71 დეკორატიული სკამი და განათების  14  ბოძია განთავსებული.  თამარ მეფის ქუჩაზე სამუშაოები მარტში დაიწყო. ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ  400 მეტრიანი  მონაკვეთის რეაბილიტირება იგეგმება.  
ქობულეთის მერი  ამბობს,  რომ ახალი პარკები და სკვერები მეტ ტურისტს მოიზიდავს.   მირიან ქათამაძე მიიჩნევს, რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა  ქობულეთის ტურიზმის განვთარებას ხელს შეუწყობს.
ზღვისპირა პარკის მოწყობისთვის ქობულეთის მერია  დაახლოებით 2 მილიონ ლარს დახარჯავს.  სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს