03, ივლისი 2019 17:24:00
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 სამხედრო ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში პოსტ ოპერაციულ მკურნალობას გადის. მეორე ქვეითი ბრიგადის თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შეგახსენებთ, რომ შემთხევა შეკვეთილში მოხდა. 14-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.