05, ივლისი 2019 20:35:00
ქობულეთის ბიუჯეტი თითქმის 2 მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა. ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა ხმაურის ფონზე დაამტკიცეს.რატომ არ დაუჭირეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საკითხს მხარი და რას აპროტესტებდნენ ისინი? ასევე რა მიმართულებებით გადანაწილდება გაზრდილი თანხები?
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, პოზიცის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდა.
„ქობულეთის სოფლის წყალს“ 20 ახალი თანამშრომელი ეყოლება. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხოდმაზე ითქვა. გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტიდან, თანხის ნაწილი ამავე სამახურის 118 თანამშრომლის დაზღვევასაც მოხმარდება.
თანამშრომელბეის რიცხვი იზრდება მერიის ზედამხედველობის სმასახურშიც. უწყება ამის საჭიროებას ზაფხულის სეზონით ხსნის. კორექტირებული ბიუჯეტიდან დაახლოებით 190 ათასი ლარი კი „ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურისთვის“ გამოიყო. ასევე დაგეგმილია რამდენიემ შტატგარეშე თანამშრომლის აყვანა.
27 ათას ლარზე მეტი მერიაში ტანსპორტისა და ტენქიკის მოვლა-შენახვისთვის გამოიყო. დაახლეობით 40 ათასი ლარი კი სოფელ ქვედა აჭყვაში სტადიონისა და საპირფარეშოების რეაბილიტაციისთვისაა გათვალისწინებული.
ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებას ოპოზიცამ მხარი არც ამჯერად დაუჭირა. მათ შენიშვნები დაბა ოჩხამურში მდებარე მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ქონდათ. ეს ის ტერიტორიაა, სადაც ახალი ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს. ვარაუდობენ რომ მიწის გასხვისების შესახებ, მოსახელობა ინფორმირებული არაა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 469 947 ლარით გაიზარდა. ფინასნურ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებას მხარი მხოლდო უმრავლესობამ დაუჭირა.