31, მარტი 2017 20:41:00
11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში, როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს 16 მარტს ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახაბერ ბუხრაძის დაკითხვა განხორციელდა. ადვოკატებს კი, რომლებიც აქციის შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაკავებულების ინტერესებს იცავენ, საქმის მასალები 26 მარტს გადასცეს, რომლებმაც დაკითხვის ოქმი გუშინ გვიან ღამით გაასაჯაროვეს. აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის დაკითხვის ოქმში საუბარი ძირითადად მერაბ ღოღობერიძეზეა, კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელზე.