19, ივლისი 2019 17:08:00
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს ფასდაკლებების ბარათს სთავაზობს. ბარათის მიღება ნებისმიერ მსურველს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში შეუძლია. მისი ღირებულება 10 ლარი, გამოყენების ვადა კი 10 დღეა. ფასდაკლების ბარათით სტუმრები 25-მდე კვებისა და განთავსების ობიექტში, ასევე 20-მდე ტურისტულ ტერიტოებზე შევლენ. გარდა ფასდაკლებებისა, ბარათი ასევე, სიმ ბარათსა და მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათის 10 სამგზავრო ბილეთს მოიცავს.