23, ივლისი 2019 17:20:00
ორთაბათუმში მცხოვრები დავითაძეების 8 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მათ საცხოვრებელ სახლს ხანძარი გუშინ გაუჩნდა. დაზარალებულები, რომელთა შორისაც ერთი მცირეწლოვანი ბავშვია თავს ახლობლებს და მეზობლებს აფარებენ. დავითაძეები ხელვაჩაურის მერიას დახმარებას სთხოვენ. თემასთან დაკავშირებით ვრცლად მაცნეს შემდგომ გამოშვებაში.