02, აგვისტო 2019 21:05:00
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ იმ პროექტების ანგარიში წარადგინა, რომელიც უწყების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის დანერგვის მიზნით შეიქმნა. მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტების ელექტრონული პროგრამა monitoring.batumi.ge, რომელიც ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებით, არსებული პრობლემების აღრიცხვას, მოგვარებასა და საჭიროებებს უწყობს ხელს. წელს მერიამ კიდევ ერთი პროგრამა პლატფორმა ,,დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პორტალი bma.batumi.ge შექმნა. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ზედმეტი ელექტრონულად და დისტანციურად მიიღონ ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მუნიციპალური სერვისები. მერია კიდევ ერთ წარმატებულ პროექტად ,,შენი იდეა ბათუმს“ გამოყოფს.