პარასკევი 20, სექტემბერი 2019

ოკუპანტები გუგუტიანთკარში რკინის ბოძებს ამონტაჟებენ

15, აგვისტო 2019 21:25:00

გუგუთიანთკარში ოკუპანტები დღეს კვლავ გამოჩნდნენ. ისინი  ხელოვნური უკანონო ბარიერებს, რკინის ბოძების სახით ამონტაჟებენ. ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდებს. უწყებამ უცხოელ დიპლომატებს გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე მიაწოდა.


დღის ამბები