ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

რივიერას პროექტის განხილვა

15, აგვისტო 2019 21:10:00

რივიერას პროექტის განხილვას ბათუმის მერიაში ხმაურის გარეშე არც დღეს ჩაუვლია. დაიცავი  ბათუმის წევრებმა განმარტებები იმ წერილზე მოითხოვეს, რომელითაც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას რამდენიმე დღის წინ მიმართეს.

ეკოლოგიური საფრთხე , კა 2 კოეფიციენტი და ისტორიული დაცვის ზონა - . ეს ის რეკომენდაციებია, რომლის დაცვასაც   სამოქალაქო სექტორი ითხოვს. დაიცავი ბათუმის წევრები პროექტის  ორგანიზატორებსა და მერიის წარმომადგენლებს  ისტორიული დაცის ზონასთან დაკავშირებით ოფიციალურ დოკუმენტს ახსენებენ.

გარანტია,  რომ არ მოხდება ინერტული მასალის ჩამოშლა და არ დაიფარება ბათუმის ისტორიული ზონა ? - ეს ის მთავარი საკითხებია, რაც დღეს სამოქალქო სექტორის წარმომადგენლებმა მერიას კიდევ ერთხელ წაუყენეს.  მათ აინტერესებდა რატომ უნდა აშენდეს ცათამბჯენები კონკრეტულად ამ ადგილას და არა ქალაქის სხვა ტერიტორიაზე.

პროეტის დირექტორი თვლის,  რომ ეს არის საბაზრო ეკონომიკა. ინვესტორმა კი მიწა, რომელიც საზოგადოებრივი საქმიანობის ზონას წარმოადგენს  ღია აუქციონის წესით შეიძინა.  გიორგი კაკაბაძის თქმით  ტერიტორიაზე მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი კვლევები არსებობს.

ქალაქის ურბანული დაგგეგმარების და არქიტეტურის სამსახურის უფროსი კი აცახდებს, რომ მერიაში პროექტთან დაკავშირებით ყველა  უწყების შეფასებებია წარმოდგენილი, გარდა გარემოს დაცვის მიმართულებით, რადგან აღნიშნულმა  სამსახურმა ეს საჭიროდ არ ჩათვალა.

განხილვა ორ საათს გაგრძელდა. უკვე არსებული კვლევებით და ანალიზით ბათუმის მერია პროექტს განსახილველად საკრებულოს გადაუგზავნის. ვიდრე საკითხი დასამტკიცებლად  სხდომაზე  გავა რივიერას გენგეგმას საკრებულოს კომისიები კიდევ ერთხეკლ განიხილავენ.


დღის ამბები