15, აგვისტო 2019 20:45:00
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, მასწავლებლის 109 პოზიციაზეა გამოცხადებული ვაკანსია. მათ შორისაა ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა, აქ სხვადასხვა საგნის 15 პედაგოგი სჭირდებათ. უმეტესობა დაწყებითი საფეხურისაა. სკოლაში ამას მოსწავლეების გაზრდლი კონტიგენტით ხსნიან. ვაკანსიები აქვს ბათუმის 13-ე საჯარო სკოლასაც.