18, ოქტომბერი 2019 12:10:00
წვნიანი კარტოფილითა და გახეხილი ყველით – განსხვავებული და გემრიელი წვნიანი.
თავზე მოაყარეთ: გახეხილი ყველი ჩედარი, არაჟანი, დაჭრილი მწვანე ხახვი, დაქუცმაცებული ბეკონი, დაჭრილი წიწაკა.
რეცეპტის ინგრედიენტები
225 გრამი ბეკონი
1⁄2თავი ხახვი
3 ს/კ ფქვილი
4 ჭიქა ქათმის ბულიონი
3კგ. წითელი კარტოფილი
1 ჭიქა გახეხილი ჩედარი
2 ჭიქა მოუხდელი რძე
მარილი
ახლად დაფქული შავი პილპილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1 . საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი ბეკონი და წვით გახრაშუნებამდე. თეფშზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და გადაიტანეთ შემწვარი ბეკონი. ცხიმი ქვაბშივე დატოვეთ.
2 .შეამცირეთ ტემპერატურა საშუალომდე და ამავე ქვაბში დაჭრილი ხახვი მოათავსეთ. თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. მოაყარეთ ფქვილი და ურიეთ მუდმივად, დაახლოებით 1 წუთით.
3 .ნელ–ნელა შეურიეთ ქათმის ბულიონი, თან ურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და აადუღეთ. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ხარშეთ კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 15–30 წუთით.
4 .საჭყლეტით კარტოფილის ნაწილი დასრისეთ რომ წვნიანი გასქელდეს. შეურიეთ გახეხილი ყველი ჩედარი და ურიეთ ყველის დადნობამდე. დაუმატეთ რძე, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. აადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ კიდევ 10 წუთით.
5 .წვნიანი ჯამებში გადმოიღეთ. მორთეთ დაქუცმაცებული ბეკონით, არაჟნით, მწვანე ხახვითა და წიწაკით.
წყარო : kulinaria.ge