23, ოქტომბერი 2019 16:30:00
სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ „ლოიალტესთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის საფუძველზეც ლოიალტე ალდაგის კლიენტ კომპანიებს შესთავაზებს აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას, საგადასახადო, იურიდიულ და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება ალდაგის კლიენტებისთვის ლოიალტეს მომსახურების ფასდაკლებით მიღებას გულისხმობს.
მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, შედგა საინფორმაციო შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრეს მიმდინარე ცვლილებებზე.
ლოიალტე აუდიტორულ და საკონსულტაციო სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მისი მთავარი ოფისი წარმოდგენილია თბილისში, თუმცა ოქტომბრიდან ლოიალტეს პროფესიონალი თანამშრომლები აჭარაში არსებული კომპანიების მომსახურებას ბათუმის ფილიალიდან დაიწყებენ.
ალდაგი ამ ნაბიჯით აგრძელებს მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერას ასევე, მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორების მოძიებას.
შეთანხმება ალდაგის კლიენტი კომპანიებისთვის ლოიალტეს მომსახურების განსაკუთრებული პირობებით მიღებას გულისხმობს.