31, ოქტომბერი 2019 18:25:00
საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ და ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს, შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შემუშავდა ბრძანებულების პროექტი, რომელიც რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. „პრეზიდენტს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა პრინციპებზე დაყრდნობით შეიძლება, მომავალში მოხდეს შეწყალება. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.