04, ნოემბერი 2019 09:38:00
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ესტუმრნენ. ინფორმაციას და ფოტოებს ამის შესახებ ქართული ოცნების გვერდი ავრცელებს.
საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცველებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილი ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს შეეხო, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ილია მეორემ თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბ-ნ ბიძინას და ქ-ნ ეკატერინას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა.