29, ნოემბერი 2019 19:15:00
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 341 მეათეკლასელი მოსწავლე დაჯილდოვეს. პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა. მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა და სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.