30, ნოემბერი 2019 13:14:00
რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა 29 წლის კაცი, რომელიც ერთი კვირის წინ დმანისში სანადირო თოფით დაჭრეს. შემთხვევა 22 ნოემბერს მოხდა. ახალგაზრდა ღამის საათებში ე.წ სასიგნალო იარაღიდან ჰაერში გაისროლა, გასროლის ხმაზე იქვე მცხოვრებმა თანასოფლელმა სახლიდან სანადირო თოფი აიღო და მისი მიმართულებით ისროლა.
29 წლის კაცს ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში გადმოიყვანა, თუმცა ერთკვირიანი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე წუთის წინ დაიღუპა.
„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუმარტეს, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავდბულია, საქმე კი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლიდან, უშუალოდ განზრახ მკვლელობის მუხლზე (108) გადაკვალიფიცირდება