საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის ვადით გახდა. დღეს თარიღს დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავენ. ფაქტი გასაკვირი არ არის. ამაში უცნაური მხოლოდ ისაა, რომ თბილისში შეკრებაზე დასასწრებლად სტუდენტები ბათუმიდან გაგზავნეს. ქართულმა ოცნებამ ახალგაზრდებს ტრანსპორტირების და კვების ხარჯებიც აუნაზღაურა. რატომ დასჭირდა მმართველ ძალას რეგიონებიდან სტუდენტების წაყვანა და რამდენად მიზანმიმართულად დაიხარჯა ამაში თანხები ბიუჯეტიდან? თემის დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში სულხან მესხიძე შემოგვიერთდება, სულხან გისმენთ.
დედაქალაქში წასავლელად სტუდენტები დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საზღვაო აკადემიამაც შეკრიბა. მანამდე კი ახალგაზრდებს დაწესებულებების თვითმმართველობამ წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ მათ იმ ღონისძიებაზე წასავლელად ეპატიჟებოდნენ, რომელზეც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას იზეიმებდნენ.
შეტყობინებში კი რომელიც სტუდენტებს დაეგზავნათ, დაკონტერებული არ იყო ვისი დაფინანსებით და ორგანიძებით იმართებოდა ღონისძიება. სმს-ებში ეწერა, რომ სურვილის შემთხვევაში ანაზღაურდებოდა მგზავრობის და კვების ხარჯები. იმ ღონისძიების ორგანიზატორი, რომელსაც სტუდენტები ესწრებიან ქართული ოცნებაა.
ოპოზიციაში თვლიან, რომ ამ ფორმით ხელისუფლება საკუთარი მხარდამჭერების დემონსტრებასა ცდილობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ, ბიძინა ივანიშვილი ბრძოლის მეორე მხარეს მარტო აღმოჩნდა, ახლა ქართული ოცნება თავის გადარჩენას ამ გეგმით აპირებს.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პასუხისმგებლობას უნივერსიტეტს და თვითმართველობას აკისრებს. ცოტნე ანანიძემ სტუდენტების შეკრების შესახებ, როგორც თავად ამტკიცებს ჩვენგან შეიტყო. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე კი ირწმუნება, რომ ახალგაზრდების დედაქალაქში ვიზიტს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთდა. აქ სიტყვიერად განმარტეს, რომ ღონისძიების შესახებ ადმინისტრაციასთან არაფერი შეთანხმებულა და შეკრების ორგანიზატორი სტუდენტური თვითმმართველობა იყო. თავად თავმჯდომარე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რამდენს დახარჯავს „ქართული ოცნება“ 10 ათასი სტუდენტის შესაკრებად ? კითხვაზე პასუხი დღეს ვერ მივიღეთ. შეგახსენებთ, საქართველო ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით გახდა.