04, დეკემბერი 2019 21:55:00
ხმაურით დახვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივა”-ს აქტივისტებს შუახევის მერიასთანაც. მათ ქართული ოცნების მხარდამჭერებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებს ანზორ ბოლქვაძის კაბინეტთან სტიკერების გაკვრა უნდოდათ თუმცა მათ ხელი ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და მერიის თანამშრომლებმა შეუშალეს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. შუახევის მერიასთან მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები.