30, დეკემბერი 2019 17:47:00
ხელვაჩაურის ბიუჯეტი არასათანადოდ დაიგეგმა, ხოლო არსებული რეზერვები არაეფექტიანად იქნა გამოყენებული - წერია აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში. სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, სხვა დარღვევებთან ერთად საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს, სულ მიღებული აქვთ 50 ათას 400 ლარი. ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა საკრებულოს წევრების ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.