17, იანვარი 2020 17:25:00
საუკუნის ქალი შუახევიდან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ფურტიოში მცხოვრები ასიე მახარაძე მოინახულა, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა და 1000 ლარი გადასცა. იგი 8 შვილის დედა, 20 შვილიშვილის და 47 შვილთაშვილის ბებიაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა მატერიალური დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. ხანდაზმულ მოქალაქეებს თავდაპირველად 500 ლარი ერიცხებოდა, 2014 წლიდან ხანდაზმულების საჩუქარი 1000 ლარამდე გაიზარდა. ამჟამად აჭარაში 100 წელს გადაცილებული 27 მოქალაქე ცხოვრობს.