29, ივლისი 2020 19:53:00
ვაჟა თავდგირიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ხელვაჩაურის საკრებულომ ხვალ უნდა მიიღოს. აჭარის წყლის მაჟორიტარი, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით ირიცხება, სხდომებს უკვე ექვსი თვეა არ დასწრებია. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, იგი ონკოლოგიური პაციენტია და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ამიტომ, სთხოვენ კოლეგებს, არ შეუჩერონ მანდატი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გაფრთხილება ვაჟა თავდგირიძეს ორჯერ მისცეს. „ქართულ ოცნებაში“, ოპონენტის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობები საპატიოდ არ მიაჩნიათ.