10 ფილმი, რომელიც უნდა ნახოს ბავშვმა, სანამ 13 წლის გახდება. ჩამონათვალი ასეთია:
1. სათამაშოების ისტორია (Toy Story) – „სათამაშოების ისტორია“ პიქსარის პირველი ანიმაციური ფილმია. მისი პირველად ნახვისას ბავშვი გაოცებული იქნება ფაქტით, რომ ტელევიზორს მისი აზრების კითხვა შეუძლია. საინტერესო და სახალისო პერსონაჟებით სავსე ანიმაცია ბავშვს ბევრს რამეს ასწავლის და მას შემდგომშიც არაერთხელ მოუნდება ამ ფილმის ნახვა.
2. ურჩხული და მზეთუნახავი (Beauty and the Beast) – ბელი დისნეის პრინცესების გასაცნობად საუკეთესო სტარტია. დამოუკიდებელი და წიგნების მოყვარული გოგონა მშობლებისათვის პრინცესის სამაგალითო პერსონაჟია. ანიმაციის მუსიკალური მხარე და სიმღერები ბავშვებისათვის მუზიკლის გასაცნობად, ერთ-ერთი საკუთესო ვარიანტია.
3. პატარა ქალთევზა (The Little Mermaid) - თავგადასავალებით სავსე ამბავი იმპულსურ ქალთევზა პრინცესაზე სახელად არიელი, რომელსაც შეუყვარდება პრინცი ერიკი და ყველაფერს აკეთებს, რომ მასთან ერთად ყოფნის შანსი მიეცეს.
4. ნემოს ძიებაში (Finding Nemo) – ფილმი არის სასოწარკვეთილი თევზის, მერლინის თავგადასავალი, რომელიც მისი შვილის, ნემოს საძიებლად გაეშურება. იგი ხვდება სუსტმეხსიერებიან დორის, ზვიგენ ბრიუსს და ბევრ საინტერესო პერსონაჟს.
5. პინოქიო (Pinocchio) – ხის ბიჭუნას ამბავი, რომელსაც უნდა ნამდვილი ბიჭი გახდეს, არამხოლოდ საუკეთესოა ბავშვისათვის სიმართლის თქმის მნიშვნელობის სასწავლად, არამედ მისი წამოსახვის ბნელი კუთხეების გასაღებად.
6. ვოლ–ი (WALL•E) –პიქსარის ეს შესანიშნავი ანიმაცია ბავშვებს „Hello Dolly”-ს მოყვარულ, ნაგვის შემგროვებელ რობოტ – ვოლ-ის აცნობს. ანიმაციური ფილმი მომავალში არსებულ საკაცობრიო საკითხებზე, სიყვარულსა და იმედზეა.
7. მეფე ლომი (The Lion King) –მულტფილმი აფრიკის საფარის ცხოველთა სამეფოზე მოგვითხრობს. მუფასას ტრაგიკული აღსასრული, მულტფილმს მეტ დრამატულობას სძენს. სიმბას ისტორია ბავშვებს ბევრ სიცილთან ერთად, ცრემლებსაც მოჰგვრის.
8. რკინის გიგანტი (The Iron Giant) – ფილმი მოგვითხრობს ისტორიას მარტოსულ ბიჭზე (რომელიც ეძებს მამის შემცვლელ ფიგურას) და ამერიკის მთავრობის მიერ შექმნილ მეტალის საბრძოლო, კეთილ გიგანტზე. მათი მეგობრობა და სევდიანი დამშვიდობება გულგრილს ვერ დაგტოვებთ.
9. როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი (How To Train Your Dragon) –ჰიკაპი მოკვლის მაგივრად, დაჭრილ დრაკონს უმეგობრდება, რაც მის და მისი ყველა ნაცნობის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. დრაკონის მოშინაურება საფრთხეებთან არის დაკავშირებული. სხვა ანიმაციებისაგან განსხვავებით, მთავარი გმირი არ არის დაუმარცხებელი და გმირულ რისკებსაც აქვთ თავისი გართულებები. ბიჭი, ხელოვნური ფეხით, ბავშვებს ზრდასრული სამყაროს ნაწილთან დაკავშირებაში დაეხმარება.
10. ყვითელი წყალქვეშა ნავი (Yellow Submarine) – ფილმი ერთი მხრივ, ბავშვებს დაანახებს, რომ არ არის აუცილებელი, ანიმაცია მხოლოდ პრინცესებზე და მოლაპარაკე ცხოველებზე იყოს და მეორე მხრივ, გააცნობს პოპულარულ როკ ბენდს.