05, ივლისი 2017 17:08:00
სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა, ნაგვით გადავსებული ურნები, დაბინძურებული გარემო- დაბა ჩაქვის მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უჩივის. მოსახლეობამ ქობულეთის გამგეობას პრობლემების მიზნით არაერთხელ მიმართა, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია. ადგილობრივების მდგომარეობას „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გაეცნენ.
ბონდო თედორაძის განცხადებით, ქობულეთის გამგებელს, საერთოდ დაავიწყდა, რომ ჩაქვიც ქობულეთს ეკუთვნის და მიხედვა უნდა. მისივე განმარტებით, საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მოუწესრიგებელია, ასევე დაუსუფთავებელია პლაჟი. თემის დეტალები მთავარ გამოშვებაში.