21, აპრილი 2021 17:53:00
„თავისუფალი სივრცე“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ობიექტის დაჯარიმების საკითხს ეხმაურება. ნინო ჩხაიძე ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მათთვის პრიორიტეტულია, სამუშაოები ნებართვის გარეშე ძელგზე საპროექტო კომპანიის თანხმობის საფუძველზე დაიწყეს. რაც შეეხება გაფრთხილებას, მისივე თქმით, დოკუმენტი სააგენტოს კონტროლის ჯგუფებმა პანდემიის პირობებში დაკეტილ შენობაზე დატოვეს, რის გამოც ოქმი არ შეუნიშნავთ, სხვა შემთხვევაში კი რეაგირების გარეშე არ დატოვებდნენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ,ზვიად გამსახურდიას ქუჩის 6 ნომერში მდებარე კაფე „თავისუფალი სივრცე“ ძეგლზე უნებართვო სამუშაოების განხორციელების გამო დააჯარიმა. ოქმი სასამართლოში გადაიგზავნა.