19, მაისი 2021 17:50:00
ქობულეთში სანაპირო ზოლის, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. ახალი ბულვარი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მოეწყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში დამატებით 3 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცე შეიქმნება, გაფართოვდება სასეირნო ბილიკები, შეიქმნება სხვადასხვა ფუნქციური ზონები.
მერის, მირიან ქათამაძის განმარტებით, სანაპირო ზოლი დიდი ტურიუსტული პოტენციალის მქონე ლოკაციას წარმოადგენს, რომლის კეთილმოწყობა ტერიტორიას უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს.