22, ივნისი 2021 17:53:00
საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, ბათუმის საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა, უახლესი ტექნოლოგიების ტესტირებას ითვალისწინებს. დღევანდელ შეხვედრაზე საწყის ეტაპზე არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაღების რეაბილიტაცია ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში განხორციელდება. რის დასრულების შემდეგაც, მათივე ცნობით, ბათუმი, ევროსტანდარტების შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბაღების მქონე ქალაქი იქნება.