22, ივლისი 2021 13:12:00
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატებს მეორედ უყარა კენჭი და ისევ ვერ აირჩია. საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმდჯომარისა და წევრების არჩევას ხმების 2/3 ანუ 100 ხმა სჭირდება.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.