28, ივლისი 2021 17:45:00
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი იყო, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვერცხლისფერი ნაძვის ნაცვლად, ობიექტი იაფფასიანი ჯიშის მცენარეებით მოაწყო, რის შემდეგაც ოფიციალურ დოკუმენტში დარგული მცენარეების სახეობასთან დაკავშირებით ყალბი მონაცემები შეიტანა. გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად ანაზღაურდა.